საოკუპაციო ზოლთან პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაკავებისგან ქართულმა სპეცრაზმმა იხსნა

0

032დაძაბულია ვითარება საოკუპაციო ზოლთან. ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო ნაწილებს უკანონო ბლოკ-საგუშაგო აქვთ გახსნილი.

პირველი არხის ინფორმაციით დღეს დილის საათებში გალის რაიონიდან  25 ადამიანი დააკავეს. მათივე ინფორმაციით ამ ადამიანების შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან ინციდენტიც მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის გადამღები ჯგუფი, „მოამბის“ ჟურნალისტები ნატო ბერულავა და გიგა კილასონია დაახლოებით დილის 12.00 საათზე მხოლოდ ქართული სპეცდანიშნულების რაზმის დახმარებით გაათავისუფლეს. საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით მათ ჟურნალისტებს ერთი საათი განმავლობაში რუსი სამხედროები  გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ და მათ დაკავებას ცდილობდნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ჟურნალისტმა ნატო ბერულავამ განუცხადა მათ დახმარება ქართველ სამართალდამცავებს სთხოვეს.

ნატო ბერულავას განცხადებით რუს ოკუპანტებს თან ახლდნენ აფხაზი ე.წ მებაჟეები. მათი დანახვისთანავე, ოკუპანტებმა საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადეს და ჟურნალისტების დაკავების ბრძანება გასცეს.

საოკუპაციო რეჟიმის გაღიზიანება „მოამბის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენას მოჰყვა, რომლებიც დაკავებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კადრების გადაღებას ცდილობდნენ.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: