საოლქო პროკურატურასთან დღეს თენგიზ გუნავას მხარდამჭერთა აქცია გაიმართება

0

AQCIAდღეს 17 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან სამეგრელოს გუბერნატორის თენგიზ გუნავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელ facebook-ში სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ დააანონსა.

“გაცნობებთ ხვალ სამეგრელო ზემო სვანეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის თენგიზ გუნავას მხარდასაჭერად ვიკრიბებით გუბერნიის შენობასთან 4 საათზე. 5 საათისთვის ანუ იმ დროისთვის როდესაც გუნავა დაბარებულია პროკურატურაში გადავინაცვლებთ საოლქო პროკურატურასთან და დაველოდებით დაკითხვის დასრულებას”-წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ანი წითლიძე.

სხვა ახალი ამბები: