საპარლამენტო უმრავლეობის წევრებმა და დავით ფაცაციამ ზუგდიდიდში შეხვედრა გამართა (VIDEO)

0

datoსაპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და თემურ ჭკუასელი ზუგდიდს ეწვივნენ. მათ შორის იყო “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დავით ფაცაციაც. პარლამენტარებმა და პოლიტსაბჭოს წევრმა ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საუბარი იყო „ქართული ოცნების“ მიერ უკვე განხორციელებულ პროგრამებზე, აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის გზით ურთიერთობების აღდგენასა და ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე.

შეხვედრის მთავარი და ძირითადი თემა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ფაცაციას წარდგენა უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაცაციამ თავად განაცხადა უარი და დევნილების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად აღნიშნული თემა გვერდზე გადადო.

დავით ფაცაციასთვის უფრო მნიშვნელოვანი დევნილების პრობლემებზე საუბარი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარება აღმოჩნდა, ამიტომაც ძირითადი დრო თავის გამოსვლაში სწორედ ამ თემებს დაუთმო.

„არჩევნების მოგებაზე უფრო რთული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ჩვენ ამას შვძლებთ. ეს უნდა მოხდეს ყველას უფლებების დაცვით და ღირსეულად“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო-დრამატული თეატრის დარბაზში გამართული ხალხმრავალი შეხვედრის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა ენგურის ხიდზე გადაინაცვლეს და სიმბოლურად აფხაზებთან მშვიდობიანი ურთიერთობის ნიშნად ცაში მანათობელი ფარნები გაუშვეს.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: