საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 27 ოქტომბერს გაიმართება

0

archevnebiსაქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დაინიშნა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა , მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ.

“საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 1-ელ ივლისს ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს, ეს არის ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე”, – აღნიშნა მანანა მანჯგალაძე.

სხვა ახალი ამბები: