საპროტესტო აქცია ზუგდიდში: რატომ გრძნობენ მონებად თავს “აგრიჯორჯიას” მუშები?

0

agrijorjiaხმაური იყო დღეს “აგრიჯორჯიას” თხილის პლანტაციებში, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიაში მდებარეობს. სამასზე მეტი ადამიანი, რომელიც ამჟამად თხილის პლანტაციებში თხილს აგროვებს, უკმაყოფილებას ანაზღაურების გამო გამოხატავდა. მათი განცხადებით თავიდანვე “აგრიჯორჯიას” ადმინისტრაცია მათ 25 ლარიან ანაზღაურებაზე გაურიგდა, თუმცა მოგვიანებით დღეში 20 ლარზე მეტი არ აუნაზღაურეს. გარდა ამისა “აგრიჯორჯიას” დაქირავებულიმუშები კომპანიის ადმინისტრაციას არაადამიანური პირობების შექმნაში ადანაშაულებენ.

“თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ მოგვცემდნენ დღიურად 25 ლარს, მაგრამ ამაოდ. ოც ლარს გვაძლევენ და იმასაც გვამადლიან. გარდა ამისა “აგრიჯორჯიას” ადმინისტრაცია არაადამიანურ პირობებში გვამუშავებს. თავიდან შეგვპირდნენ, რომ პლანტაციებში დაგვიდგამდნენ ბიოტუალეტებს, მაგრამ შემდეგ დამცინავად გვეუბნებოდნენ, მეტი კიდევ რა გინდათო.  ასეთ მოქცევას არ დავთმობთ. ჩვენ აქ ვმუშაობთ, როგორც მონები. ასეთი რამ ბრაზილიურ სერიალებში გვაქვს ნანახი მხოლოდ. ასე ადამიანებს არ ექცევიან,”-აცხადებენ “აგრიჯორჯიას” მუშები.

მუშების ბრალდებებსაც და მათ მოთხოვნებსაც არარეალურდა და მოგონილს უწოდებენ თავად “აგრიჯორჯიას” ადმინისტრაციაში. მათი განცხადებით, მუშებს 25 ლარიან ანაზღაურებას არავინ შეპირებია.

“მუშები მოდიან დილის 9.00 საათზე და სამუშაოს ასრულებენ 18.00 საათზე. ასეთ პირობებში ჩვენ მათ შევპირდით დღიურად მხოლოდ 20 ლარს. 25 ლარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ მუშები გარდა დღიური გეგმისა, კიდევ იმუშავებდნენ დამატებით. ასე რომმათი ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო და რეალობას მოკლებული”-აცხადებენ “აგრიჯორჯიაში”

 

სხვა ახალი ამბები: