საპროტესტო აქცია ზუგდიდში: გარემოვაჭრეები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ

0

DSC07000-636x395ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროსთან მომუშავე 50-მდე მოვაჭრე გარევაჭრობას ითხოვს. ისინი ამ მოთხოვნით მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. რამდენიმე მათგანი ზუგდიდის ვიცე -მერის მოვალეობის შემსრულებელს გია გულორდავას და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მოვაჭრეებსა და მერიას შორის კონკრეტული შეთანხმება ჯერ ვერ შედგა.

„სკოლის დაწყებამდე ბაზრის მხარეს გადმოვინაცვლეთ.  დღეს კი დავუბრუნდით ადგილებს, მდინარის მარცხენა მხარეს, სადაც აქამდე ვვაჭრობდით, დავბრუნდით, მაგრამ ქოლგები და დახლები აღებული დაგვხდა და ვაჭრობის ნება არ მოგვცეს“, – ამბობს მზია ფიფია.

„პურის ფული არ გვაქვს, ვითხოვთ ვაჭრობის უფლებას.  სესხები გვაქვს და ბანკში  ყოველდღიურად გვაქვს ფული გადასახდელი. სხვა გზა არ გვაქვს, თუ გარევაჭრობის უფლება არ მოგვცეს, აქციებს პერმანენტულად გავმართავთ“, – თქვა ნანი მახარაძემ.

ზუგდიდის მერიამ გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა ისინი  მერიის შეთავაზებას არ დათანხმდნენ. ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელი გია გულორდავა აცხადებს, რომ იქ სადაც მოვაჭრეების ფართს ითხოვენ არის ქალაქის ცენტრალური ტერიტორია და ვაჭრობის შედეგად ანტი-სანიტარია იქმნება.

„რამდენიმე ადგილი შევთავაზეთ, მაგრამ უარზე არიან. ე.წ. სვანურ კოშთანაც არ მოსწონთ, მაგრამ ვეცდებით პირობები შეუქმნათ და ალბათ დასთანხმდებიან“, – აცხადებს გია გულორდავა.

მერის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოვაჭრეები დაიშალნენ, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ აქციებს გააგრძელებენ.

სხვა ახალი ამბები: