საპროტესტო აქცია რიყეში და ლალი ანთიას პასუხი აქციის ორგანიზატორებს

0

DSC01340ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის  სატრანსპორტო გზის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივების განცხადებით მათ 2012 წლის ნოემბრიდან წყლის მიწოდება მას შემდეგ შეუწყდათ, რაც ამ სოფლის ტერიტორიიდან სასმელი წყლის მილები ამოიღეს.
სოფლის მოსახლეობის განცხადებით, წყლის მილები არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისთვის” ხელმძღვანელის ლალი ანთიას დავალებით ამოიღეს, თუმცა თავად ანთია მოსახლეობის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ანთიას თქმით 2012 წელს, მილები მართლაც იქნა ამოღებული, თუმცა ეს მისი დავალებით არ მომხდარა და მილების ამოღება წინა ხელისუფლების დროს მოხდა.

“ეს მილები ამოღებულ იქნა 2012 წლის აპრილში და ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს. ამის შესახებ ჩემმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მიიღო არაერთი განცხადება. ჩემი სახელი აქ რატომ ფიგურირებს ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ნათელია. მე ისევ მებრძვიან ის ძალები, რომლებსაც არ აწყობთ სიმართლის გაჟღერება და ცდილობენ გამსვარონ ბინძურ, მოარულ ჭორებში.  დღეს ის ხალხი ვინც გამოიყვანა და ჩემი სახელი აძახებინეს ისევ ისინი ამბობენ, რომ ასე უნდა ეთქვათ, რადგანაც დაავალეს. ყველაფერს სჭირდება დადასტურება და მტკიცებულება. მტკიცებულების გარეშე გავრცელებულ ბინძურ ჭორებზე წესით არც უნდა ვაკეთებდე კომენტარებს. ეს იმ ადამიანების გაკეთებულია, ვისაც უნდოდა ჩემი განადგურება და დღესაც აქვს ამის სურვიული. ეს ის ხალხია, რომელიც იყო პოლიციასა და უშიშროებაში და არიან დღესაც. მე ამით ვერავინ ვერაფერს დამიშავებს, პირიქით ეს ისევ მათ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, რადგანაც მე ვერ გამაჩერებენ ამით და ჩემს სიმართლეს მაინც დავიცავ კბილებით. მე ვერ დამაბრალებენ ერთ რამეს, რომ გარიგებაში არ ვყოფილვარ არავისთან და არც ბიზნესით ვყოფილვართ განებივრებული მე და ჩემი ოჯახი. ზუგდიდში არ გამიტაცებია ადამიანი და არ გადამიყვანია გალში და პირიქით არც გალიდან გატაცებული გადმომიყვანია ზუგდიდში. ეს იმათი სტილია, ვინც ამას აკეთებდა 9 წელი. სპექტაკლები არ დამიდგავს და ქართველი ბიჭებისთვის რუსი სამხედროების ფორმები არ ჩამიცვამს, რომ მერე რუს სამხედროებად გამესაღებინა და  ამით ქართველობა მომეტყუებინა. არც სოც სამსახურებში მიმუშავია და გაჭირვებულებისთვის გამოყოფილი პენსია და სხვა ფულადი დახმარებები არ მიმითვისებია. ასე რომ მე ამით ვარ მართალი. რკინის მილების ამოღებაში 2012 წელს სასულიერო პირებიც ფიგურირებდნენ, თუმცა მილების გაყიდვით მიღებული თანხა მათ მიერ ისევ ეკლესიას მოხმარდა. ამით მე არ დავინტერესებულვარ როგორც არასამთავრობო, რადგანაც ეს როგორც შევიტყვე იყო ჩამოწერილი მილები, რომელიც არც გამგეობის და არც საერთო სახელმწიფო ბალანსში არ აისახებოდა”-აცხადებს ლალი ანთია.

ლალი ანთია დღევანდელი საპროტესტო აქციის გამართვაში რეგიონში მოქმედ ერთ-ერთ ჟურნალისტს ადანაშაულებს, თუმცა მის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს.

“ერთ-ერთი ჟურნალისტი რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ ამ საკითხებში მე გამრიოს, უკვე სასაცილოდ იხდის თავს. ეს ცალკე თემაა, და ამ თემის განვრცობასთან ერთად დავასახელებ ამ ჟურნალისტის ვინაობას, რომელსაც მთელი 9 წლის განმავლობაში სააკაშვილ-მერაბიშვილის დასაცავად უამრავი სიბინძურეები უკეთებია. მე ამ ჟურნალისტზე მისგან განსხვავებით ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო. არ მინდოდა მედიის წარმომადგენელს შევხებოდი, თუმცა ამისკენ თავად მიბიძგა. ეს ჟურნალისტი ადრე არ დაინტერესებულა ამ თემით, ანუ 2012 წელს, როცა ეს ხდებოდა რეალურად. არ აწყობდა ამით დაინტერესება, რადგანაც თავად იყო ათასგვარი გარიგებებისა და შავი ბიზნესის მონაწილე, რომლისთვისაც ის თავის თანამზრახველებთან ერთად სერიოზულად აგებს პასუხს”-აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: