საპროტესტო აქცია სოხუმში

0

MITINGIსიახლე!!! ახალი ამბების არა მარტო წაკითხვა, არამედ მოსმენაც არის შესაძლებელი.[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/2013/02/saprotesto-akcia-sochumsi2.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]სოხუმში, დრამატულ თეატრთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება მოითხოვეს.აქციის ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ,,ახიაცა” და ,,ახალგაზრდა აფხაზეთი”. აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” მეშვეობით დაიგეგმა. აქციის მონაწილეები აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებენ გააუქმონ ელექტროენერგიის ტარიფის მომატების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე დაიწყონ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის რეალური რეფორმა და გამოაქვეყნონ ,,ჩერნომორენერგოს” ბიუჯეტი. გარდა აღნიშნულისა, აქციის მონაწილეები აცხადებნდენ, რომ საჭიროა აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე გადაცემები გაკეთდეს. ,,იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნების იგნორირება მოხდება, მოწოდებული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით, ,,ჩერნომონერგოს” წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიურ სარჩელს შევიტანთ”, _ განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის დადგენილებით 2013 წლის 1 იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა.

სხვა ახალი ამბები: