საპროტესტო აქცია ფოთში: აღმაშენებლის ქუჩა ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო

0

get_imgხმაური იყო დღეს ფოთში. მსჯავრდებულ რუსლან გუგუნავას ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა დილიდან გადაკეთეს ფოთში ერთ-ერთი მთავარი, აღმაშენებლის ქუჩა. გუგუნავას მშობლები პატიმრის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. მათი განცხადებით მსჯავრდებულმა, რომელიც რუსთავის ნომერ მეცხრე კოლონიაში ისხდის სასჯელს რამოდენიმეჯერ ვენები გადაიჭრა და მუცელიც დაისერა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოში გადაყვანას ექვემდებარება.

”მსჯავრდებულის გათავისუფლებას კი არ ვითხოვთ, არამედ ვითხოივთ მის გადაყვანას სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დადგეს საფრთხის წინ. რა არის აქ შეუძლებელი და დაუშვებელი? კატეგორიულად მოვითხოვთ რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა პირატ კონტროლზე აიყვანოს სასჯელაღსრულების მინისტრმა”-აცხადებენ გუგუნავას ოჯახის წევრები.

გზა აღმაშენებლის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. საპროტესტო აქციაზე ერთმანეტშ დაუპირისპირდნენ ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც. ”ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ფოთის საკრებულოს წევრს დარეჯან ცქვიტარიას შეახსენეს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება მსგავს აქციებში მონაწილეობა მიეღოთ. ამის მიზეზად მას ”ცოცხების” თემა შეახსენეს.

”მსგავს აქციებზე სწორედ მაშინ უნდა მოსულიყავით, როდესაც საუბარი იყო ჩიხეებში პატიმრების ცოცხებით გაუპატიურებაზე. მაშინ არ გაგიპროტესტებიათ, კიდევ უფრო მეტიც, ხმა არ გაგიღიათ ამის საწინააღმდეგოდ და ახლა ტქვენი პიარისთვის იყენებთ ასეთ გამოსვლებს”-აღნიშნავდნენ თავიანთ რეპლიკებში ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

საპროტესტო აქციაზე დაძაბულობა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განმუხტეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდა. რამდენიმე წუთში აღმაშენებლის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები დაიშალნენ. ფოთში ამ დროისთვის სიმშვიდეა.

სხვა ახალი ამბები: