სარვამარტო საჩუქარი სოციალისტური შრომის გმირს აფხაზეთის მთავრობამ გადასცა

0

IMG_0463

აუდიო ინფორმაცია!

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/8marti.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

ქალთა საერთაშორისო დღე- 8 მარტი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ახალად დანიშნულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელმა ჯემალ გოგოხიამ ერთადერთ სოციალისტური შრომის გმირს მიულოცა. შურა შონია გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრია, რომელიც ამჟამად დევნილობაშია და დროებით ზუგდიდში ცხოვრობს.

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო ხვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯემალ გოგოხიამ შურა შონიას სარვამარტოდ ლამაზი თაიგული და ტელევიზორი უსახსოვრა. ამ,ასთან ერთად სამეგრელოს წარმომადგენლობამ დევნილ ქალბატონს სხვა ფასიანი საჩუქრებიც გადასცა.

“მე მოხარული ვარ, რომ პატივი დამდეს და ეს დღე მომილოცეს. საჩუქრებით ამავსეს და ორმაგად სასიხარულო გამიხადეს ეს დღე. მე ვარ 80 წლის, მაგრამ დღეს ისევ ისეთ ქალად ვგრძნობ თავს, როგორიც ვიყავი 20-30 წლის წინ. დიდი მადლობა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობას და მის ახალ ხელმძღვანელს ასეთი გულუხვი მოლოცვისთვის. ღმერთმა გაახაროს და წარმატებები მისცეს ცხოვრებაში,”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში სოციალისტური შრომის გმირი შურა შონია.

სხვა ახალი ამბები: