სარფის საბაჟოზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

0

DSC01526სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. 1986 წელს დაბადებულ პაპუნა მ.-ს 2- შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება `ჰეროინი` თურქეთიდან შემოჰქონდა. ნარკოტიკული ნივთიერება მას სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია 1,0032 გრამი ჰეროინი.

ნარკოლოგიური შემოქმებით დადგინდა, რომ დაკავებისას ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებულს რვიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: