სასამართლომ უგულავას მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

0

69456თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო და და გიგი უგულავა დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით – სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაშია ბრალდებული.

პროკურატურა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა.

უგულავას საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს, 15.00 საათზე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: