სასამმართლო სხდომებზე ვიდეო-აუდიო ჩაწერა დაუშვეს

0
1352368752_sasamartlo-gadagebaსაკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო გადაღება “სასამართლოების შესახებ კანონით” ხდება დასაშვები, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
ცნობილია, რომ ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში, პარლამენტმა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერის სავალდებულო უზრუნველყოფის ნორმაც ჩაიდო.
პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი დეპუტატების ვახტანგ ხმალაძისა და ლევან ბეჟაშვილის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიდეო გადაღებების დაშვება “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონით ხდება დასაშვები. კანონპროექტით, აღნიშნული უფლება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული განჩინების საფუძველზე შეიზღუდოს.
მიღებული ცვლილებები ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

 

სხვა ახალი ამბები: