“სასაფლაოების მართვის ცენტრი” ქალაქ ზუგდიდში მდებარე სასაფლაოების კეთილმოწყობას აგრძელებს

0

11144639_1105021302857192_641825549_oქალაქ ზუგდიდის მერიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძალისხმევით ქალაქის #6 სასაფლაოს ტერიტორია მთლიანად შემოიღობა, ხოლო სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგო. შემოღობვითი სამუშაოები ქალაქის მერიამ, ხოლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები რაიონის გამგეობამ განახორციელეს.

“სასაფლაოების მართვის ცენტრის” ხელმძღვანელის, გოჩა ჭიჭინაძის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებულია სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ზოგადი წესები, მიმდინარეობს საფლავების ნუმერაცია – აღრიცხვა, არქივაცია, სასაფლაო მოწმობების გაცემა, ქალაქში არსებული სასაფლაოების კეთილმოწყობა.

“აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებზე გამსვლელთა რიცხვი იმატებს. ამიტომაც, ყველა სასაფლაოს შესასვლელთან დაიდგმება ურნები. მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ამ ურნებით და ნუ დაანაგვიანებთ ტერიტორიას”- აცხადებს გოჩა ჭიჭინაძე.