სასმელი წყლით ზუგდიდში ათზე მეტი ადამიანი მოიწამლა

0

IMG_0470

აუდიო ინფორმაცია!

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/sasmeli-wyali.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

სასმელი წყლით მოწამლვის შემთხვევები დაფიქსირდა ზუგდიდში, ერთ-ერთ დევნილთა დასახლებაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გრიბოედოვის ქუჩიდან მიყვანილ ათამდე პაციენტს აღმოუჩინეს წყლით მოწამლვის შემთხვევები. მათი უმეტესობა უსინათლოთა საზოგადოების კოლექტიური ცენტრის ყოფილ შენობაშია ჩასახლებული.

აფხაზეთიდან დევნილი კლარა ჩარგაზია და ტერენტი ჯომიდავა მძიმე მდგომარეობით მოათავსეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა ექიმების ძალისხმევით მათი საერთო მდგომარეობა მოკლე ხანებში საგრძნობლედ გაუმჯობესდა.

“ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს საიმისოდ, რომ ჩვენი მძიმე მდგომარეობა გამოკეთებულიყო. ამ შემთხვევის მერე ჩვენ აქაურ წყალს არ ვსვამთ და იძულებულები ვხვდებით მაღაზიაში ვიყიდოთ და ის დავლიოთ. შესაბამის უწყებებს ვთხოვთ ყურადღება მოგვაქციონ”-აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი კლარა ჩარგაზია.

სასმელი წყლით მოწამვლის შემთხვევები გრიბოედოვის ქუჩაზე ისევ გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ამას სასმელ წყალში ფეკალური მასების შერევას და ძველი წყლის მილების არსებობას აბრალებს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად მკურნალობის კურსს გადის გალის რაიონის სოფელ კვიტოულის მკვიდრი გოგა გოგოხია.

“გამოცვალონ მილები და არ იქნება ასეთი მდგომარეობა აქ. ჩვენ რა ვქნათ? მოვიწამლოთ და სასმელი წყლის სახით ფეკალური მასები მივიღოთ? რომელი საუკუნეა? მოგვაქციონ ყურადღება, სანამ ყველა ერთად მოვიწამლეთ და დავიხოცეთ”-აცხადებენ ყოფილ უსინათლოთა საზოგადოებაში ჩასახლებული დევნილები.

სხვა ახალი ამბები: