სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ზუგდიდში “ვალუტშიკები” იბარებენ

0

gacvlaსაგაზაფხულო სამუშაოებთან ერთად ზუგდიდის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში რიგი დადგა, სადაც სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ოცი ლარის მოგებით ე.წ “ვალუტშიკები” იბარებენ. აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ერთ-ერთმა სანდო წყარომ განუცხადა.

“ჩემი თვალით ვნახე თუ როგორ იბარებენ ე.წ “ვალუტშიკები” სასოფლო-სამეურნეო ბარათებს. თუ ბარათი ასი ლარის ღირებულებისაა, მაშინ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ასეთ ბარათს 70 ლარად იბარებენ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე.”-აცხადებს სარწმუნო წყარო.

თავად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან მომუშავე ე.წ “ვალუტშიკები” აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა მათ სიახლოვეს სასოფლო-სამეურნეო ბარათები საინფორმაციო სააგენტომ დააფიქსირა. smo.ge ესაუბრა ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელს ნ.გ-ს, რომელმაც ჯიხურში ბარათის გადახურდავება დაადასტურა. smo.ge-სთან ნ.გ აღნიშნავს, რომ ბარათის გადახურდავება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საშუალება არ აქვს და აღებულ ფულს პურის ფქვილზე და სახნავადაც გამოიყენებდა.

“რა ვქნათ შვილო, ჩემი პენსია არ ყოფნის ხუთსულიან ოჯახს და ამიტომაც ახალი მთავრობის მიერ მოცემული ბარათი ჯიხურში გადავახურდავე. ასლარიან ბარატში 75 ლარი მომცეს. 28 ლარად ოცდახუთ კილოგრამიან პურის ფქვილს ვიყიდი და დანარჩენს ხვნა-თესვაში გამოვიყენებ. მე დიდ მადლობას ვუხდი მთავრობას, რომ ეს ბარათები დაგვირიგეს, არ ვართ უმადური, მაგრამ რახან იყო ამის საშუალება გადავახურდავე ფულზე.”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ნ.გ-მ.

სხვა ახალი ამბები: