სასტუმრო “Palm Beach”-ში სუფთა ენერგიის პროგრამაზე საუბრობენ

0
10526124_785885291433007_1361168417884460561_nამ წუთებში სასტუმრო ,,პალმ ბიჩში” საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Winrock International Georgia”-ს მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი გოგოხია, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ჯიმშერ შეროზია, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ესწრებიან.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ქუთაისისა და ბათუმის ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებიც ღებულობენ, მერების შეთანხმების ექსპერტებთან და კოორდინატორებთან ერთად.
,,Winrock International Georgia” USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით ,,დაბალრემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამა”.
შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი ქალაქებს შორის ინფორმაციის გაცვლაა ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმის მომზადების პროცესში მიღებული გამოცდილების შესახებ.
შეხვედრაზე ახლადარჩეული ადგილობრივი თვითმმართველობები ეცნობიან მათ ქალაქებში ენერგომომარაგების მდგრადი განვითარების გეგმებს (SEAP).
მერების შეთანხმების ხელმომწერი თვითმმართველი ქალაქები (ზუგდიდი, ქუთაისი) აღნიშნულ გეგმებს 2014 წლის შემოდგომაზე წარადგენენ, მანამდე კი მოხდება მათი განხილვა და ქალაქების საკრებულოების მიერ დამტკიცება.
შეგახსენებთ, რომ მერების შეთანხმება წარმოადგენს ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ სწრაფად მზარდ ევროპულ გაერთიანებას, რომელიც მოიცავს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ერთობას მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისა და კლიმატის დაცვის მიზნით.
ის წარმოადგენს ხელმომწერი ქალაქების მიერ აღებულ ვალდებულებას, იზრუნონ თავიანთი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდის საშუალებით, რაც გამოიწვევს 2020 წლამდე CO2 ემისიების 20%-ით შემცირებას.

 

სხვა ახალი ამბები: