სასულიერო პირები ანაკლიაში “კაზანტიპის” საწინააღმდეგო აქციის გამართვას გეგმავენ

0

martmadidebel mshobeltaსასულიერო პირები 14 აგვისტოს ანაკლიაში “კაზანტიპის” საწინააღმდეგო აქციის გმართვას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ  არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზი აანონსებს. მამა ანთიმოზის განცხადებით აქცია მშვიდობიანი იქნება და მის ჩასატარებლად ეკლესია და მრევლი უკვე მზად არის.

“14 აგვისტოს ანაკლიაში დაგეგმილია დიდი აქცია. ხალხმა არ იცის “კაზანტიპი რას ნიშნავს. მეც უბრალო გართობა მეგონა და სერიოზულად ჩავიხედე, სერიოზულად წავიკითხე კონსტიტუცია, ვნახე კადრები და გავვოცდი. ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის თავისუფლება, ნარკოტიკის, სექსის, პორნოგრაფიის თავისუფლება. თავიანთი კონსტიტუცია და წესები აქვთ, თავიანთი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელიც იძახის, რომ ჯადოქარი ვარო. ეს არის მსხვერპლშეწირვა. ამბობენ, რომ ნარკოტიკი და სექსი არ იქნებაო. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ეშმაკზე მსხვერპლშეწირვა”, – აცხადებს მამა ანთიმოზი.

სხვა ახალი ამბები: