სასულიერო პირები ანაკლიაში დაშლას არ აპირებენ

1

anakliiis aqciaaგანმუხურის ხიდთან შეკრებილი სასულიერო პირები და მრევლი დაშლას არ აპირებს. ისინი განმუხურის ხიდზე გადასვლას ითხოვენ, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. სასულიერო პირები და მრევლი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ მოლოცვას და იმ ადგილის ნახვას აპირებენ, სადაც “კაზანტიპი” უნდა ჩატარდეს.

“აქ ვიქნებით სანამ განმუხურში არ შეგვიშვებენ. უნდა გვენახა ის ადგილი, სადაც ეს გარყვნილება ტარდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფესტივალზე აპირებენ ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ”, – აცხადებს დეკანოზი გიორგი რაზმაძე ჟურნალისტებთან საუბარში.

სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია განმუხურის ხიდთან ამ დრომდე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ანაკლიაში “კაზანტიპის” ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით – “ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად”, “ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება”, “კაზანტიპი გარყვნილებაა”.

სხვა ახალი ამბები: