სასულიერო პირები დღეს “კაზანტიპის”წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოვლენ

0

10511319_10204537493744193_5950356441245552675_nსაქართველოს მართმადიდებელი ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება დღეს, 19 აგვისტოს ზუგდიდსა და ანაკლიაში პარაკლისს გადაიხდიან. ამის  შესახებ განცხადება საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

„ა.წ 19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, 10.00 საათზე ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც აღავლენენ საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება. 15.00 საათზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირები ანაკლიაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ელექტრონული ფესტივალის – “კაზანტიპის” ჩატარება გააპროტესტეს.

სხვა ახალი ამბები: