სასწრაფოდ: ავტოავარია სოფელ მარანთან: გარდაცვლილია 3 ადამიანი, მძიმედ დაშავებულია 5 მგზავრი

0

policeუბედური შემთხვევა მოხდა აბაშაში. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან ფოთი-თბილისის ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი, რომელიც თბილისის მიმართულებით მოძრაობდა აბაშის მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხუთი მგზავრი კი მძიმედ არის დაშავებული.

დაშავებულები აბაშისა და სამტრედიის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. მკურნალი ექიმების განცხადებით მათი ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულია რეგიონის საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სარკინიგზო მიმოსვლა ამ დრომდე შეფერხებულია.