სასწრაფოდ: ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჯვარში მსხვერპლით დასრულდა

0

avtoavaria jvarshiავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში მსხვერპლით დასრულდა. ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ცენტრალურ გზაზე მიმავალ შუახნის მამაკაცს ადგილობრივ ე. გოგსაძეს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ავტოავარია ჯვარში დაახლოებით ბახევარი საათის წინ მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ადგილობრივი პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. უცხოური მარკის ავტომანქანის მძღოლი გ. შონია დაკავებულია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ავტოვარიის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია იძიებს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად ავტოავარია სავარაუდოდ გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.