საუბრები თვითმმართველობაზე: საკრებულო მოსწავლეებს თვითმმართველობის საკითხებზე ესაუბრება

0

10507008_433544990155096_7701504261246754019_oდღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა პროექტის „ეფექტური ჩართულობა რეალური თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს. საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოდგილე კობა ჯიქია № 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრეს.

906081_433545016821760_4338234944792747957_o10856621_433544986821763_4384344909962320527_o11038132_433544980155097_1459268002867275791_oშეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობში ახალგაზრდების ჩართულობის საჭიროებასა და გადაწვეტილებათა მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის უფლებაზე.
ახალგაზრდებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საკუთარი ინიციატივები, იდეები და ხედვები გაუზიარეს. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენლის გურამ ჩიხლაძის განცხადებით, „ცენტრი მზადაა დაეხმაროს მოსწავლეებს მათი იდეების პროექტებად ჩამოყალიბებასა და შესაბამისი დონორებისათვის წარსადგენად მომზადებაში.“

ქალაქ ზუგდიდში პროექტს „ეფექტური ჩართულობა რეალური თვითმმართველობისათვის“ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ ახორციელებს.

სხვა ახალი ამბები: