საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ახალი მწვრთნელი და დირექტორი ჰყავს

0

safexburto klubi zugdidiქალაქ ზუგდიდის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებს საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინეს. კლუბის დირექტორის თანამდებობაზე ვეტერანი ფეხბურთელი გელა ინალიშვილი, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კი ნესტორ მუმლაძე დაინიშნა. 

ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი ურთულეს მდგომარეობაშია. კლუბი დახმარებას საჭიროებს, რათა ის უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ გუნდი კერძო ინვესტორმა უნდა ჩაიბაროს.

„ბაიას ბაზა შეღავათიან ფასებში იჯარით გვაქვს აღებული. ახლა უკვე ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა აქვთ, რომ აქ იცხოვრონ. პირველი აგვისტოდან ფედერაცია ჩაგვირიცხავს ყოველ თვე 50 ათას ლარს. ცოტას ჩვენც დავამატებთ და შეიქმნება ნორმალური პირობები“, – განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

“გუნდს ყავს ახალი პეზიდენტი, ქალაქ ზუგდიდის მერი ბატონი ირაკლი გოგოხია, ასევე გვყავს დირქტორად ფეხბურთის სამყაროში ავტორიტეტული ფიგურა გელა ინალიშვილი და რაც მთავარია გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელი ნესტორ მუმლაძე. მხარში გვიდგას რეგიონული ადმინისტრაცია. შეიკრა კარგი სამენეჯმენტო და საწვრთნელო გუნდი. ჯერი კი ჩვენზეა. იმ ფეხბურთელებზე, რომლემსაც ძალიან ბევრჯერ გაგვჭირვებია სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ვუერთგულეთ გუნდს, ქალაქს, გულშემატკივრებს და ვაკეთებდით შესაძლებლობების მაქსიმუმს. ამ მხარდაჭერით და ასეთი კვალიფიციური ადამიანების გვერდით თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ზუგდიდის ზუგდიდი იყოს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე თითოეული გუნდისათვის არასასიამოვნო მეტოქე. იმედი გვრჩება შრომა ყოველთვის გამოიღებს ადეკვატურ შედეგს”-აცხადებს “ზუგდიდის” ფეხბურთელი დათა რიგვავა.

სხვა ახალი ამბები: