საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პირი დააკავეს

0

dakaveba_bbსაქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია. გიგი უგულავას პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის ოთხი პროკურორი სასამართლოდან განსაკუთრებული დაცვით გაიყვანეს.

პროკურორებს უგულავას მხარდამჭერები შეძახილებით დაედევნენ. ინციდენტში საქალაქო სასამართლოს ეზოში მობიზლიზებული საპატრულო პოლიციაც ჩაერია. 

ინციდენტის შედეგად დააკავეს კოტე გაბაშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანაში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას მხარდამჭერები ცდილობდნენ პატრულის მანქანა არ გაეტარებინათ. დაკავებულია ასევე პარლამენტარი უმცირესობიდანლევან ბეჟაშვილი, ”თავისუფალი ზონის” ოპერატორი ალექსი ბედოიძე და კიდევ ორი პირი,რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

სხვა ახალი ამბები: