საქართველომ რუსეთს ბიჭვინთაში პუტინის ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

0

sagareoსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის გამო რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

იგი ბიჭვინთაში ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც მათ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფანჯიკიძის შეფასებით, პუტინის ეს ვიზიტი კიდევ ერთი პროვოკაცია იყო.

,,რაც შეეხება პუტინის ვიზიტს, განსაკუთრებით დღეს, ეს კიდევ ერთი პროვოკაციაა. შესაბამისი საპროტესტო ნოტა შვეიცარიის გავლით რუსეთის ფედერაციას გავუგზავნეთ. იგი ჩვენ მიერ არის დაგმობილი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა ასეთი გზით“, _ აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

სხვა ახალი ამბები: