საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა ქალაქ ფოთში მემორანდუმი გააფორმა

0

10364175_922099444469703_1964987684612526967_nსაკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეს დავით აბულაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პოლიტიკის სრულყოფასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.