საქართველოს ახალი პრეზიდენტის რეზიდენცია თბილისში, ათონელის ქუჩაზე განთავსდება

0

ATONELIსაქართველოს ახალი პრეზიდენტის რეზიდენცია მისამართს შეიცვლის.ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურ რეპორტაჟს აკეთებს. ჟურნალისტ ქეთი ქრდავას მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ახალი პრეზიდენტის რეზიდენცია თბილისში, ათონელის ქუჩაზე განთავსდება, სადაც ადრე ამერიკის საელჩო იყო განთავსებული.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამეტაპზე შეიცვლება მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის მისამართი. პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ისევ სახელმწიფო კანცელარიაში რჩება. თუ რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ახალი პრეზიდენტის მომავალი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე უკვე ხარაჩოებშია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. სარემონტო სამუშაოების ძირითადი მაწილის დასრულება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდეა ნავარაუდევი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სხვა ახალი ამბები: