საქართველოს ბანკები პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ

0

Liberty Banki‎”თიბისი ბანკში” არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ “ალფა ბანკი” “თიბისი ბანკს” ყიდულობს. “საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, თითქოსდა “თიბისი ბანკი” შეიძინა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა – “ალფა ბანკმა”. ამ ინფორმაციას “თიბისი ბანკი” უარყოფს. გვინდა, ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ “თიბისი ბანკი” არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე “ალფა ბანკთან”, თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან”, – ნათქვამია “თიბისი ბანკის” განცხადებაში.

ასევე – “ლიბერთი ბანკში” არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ ეს ბანკი რუსულმა “სბერბანკმა” იყიდა. “ძვირფასო მეგობრებო, ახლახან ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია , თითქოს “ლიბერთი ბანკი” რუსულმა “სბერბანკმა” იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ “სბერბანკთან” “ლიბერთი ბანკის” გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. “ლიბერთი ბანკს” წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით, და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს”,-ასეთი განცხადება გაავრცელა ბანკის “ფეისბუქის” ოფიციალურ ვებგვერდზე “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ.

სხვა ახალი ამბები: