საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლონდონში აღნიშნეს

0

10428959_811925375491923_666436387_nგაერთიანებული სამეფოს I-მა ქართულმა სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლონდონში აღნიშნა. საღამო ორ ნაწილად წარიმართა და მასში მონაწილეობა ასევე მიიღეს მაცხოვრის სახელობის ლონდონის ტაძრის საკვირაო სკოლამ, ლონდონისქართული ცეკვის ანსამბლმა “ფესვებმა” დაქართულმა სათვისტომომ.  საღამო ქართული სკოლის დირექტორის, ლია ჯიქია-გოგრიჭიანის ორგანიზებით მოეწყო.

საღამო, რომლის სახელწოდებაც იყო “გაზაფხულდა, აყვავილდანუში…”- პირველი ქართული სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით წარიმართა. ღონისძიების მეორე ნაწილში –“კიდევაც დიზრდებიან ალგეთს  ლეკვები მგლისანი..!” ლონდონში დაბადებულმა ქართველმა ბავშვებმა  შორეულ სამშობლოსთან დაკავშირებული მათი განცდები  და ემოციები ლექსებად და პროზად გამოავლინეს. პარალელურად მოეწყო 2008 წლის, აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო–გამოფენა, რაც სიმბოლურად გამოხატავდა საქართველოს ისტორიას –თუ რა ქარტეხილები გადაიტანა ერმადამოუკიდებლობისა  და თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

საღამოს ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ირინა სარაჯიშვილი, გაერთიანებული  სამეფოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მრჩევლი კახი ქენქაძე, გაერთიანებული სამეფოს I-ლიქართული სკოლის  ერთ-ერთი დამფუძნებელი-რამაზ კარტოზია, უხუცესი,  107 წლის ბატონ ალექსანდრე ბესტავაშვილის, “შელის” საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ბარბადოსში  ცირა კემულარია-კარტოზია ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: