საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

0

memorilaiაფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები,  ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და პატივს მიაგებენ ქვეყნისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას.

ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს  1993 წლის 15–16 მარტს  აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს.  20 წლის წინ ქართულმა არტილერიამ ყველაზე დიდი მასშტაბის იერიში მოიგერია და სოხუმი დაცემისგან იხსნა, რაც სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერებისთვის დიდ დამარცხებად იქცა.

ამ დღესთან დაკავშირებით   16 მარტს,  12:00 საათზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ,  14:00 საათზე, მ.ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრ ,,მუზა“–ში ,  საბრძოლო ოპერაციის მე–20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყობა.   19:00 საათზე კი, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების მოსახსენიებელი პარაკლისი ჩატარდება.

სხვა ახალი ამბები: