საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში

0

11725555_1139417419418980_650598453_oქალაქ ზუგდიდში 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა. ჩემპიონატმა სტარტი 22 ივნისს, „თბილისი მოლში“ აიღო. შეხვედრები საქართველოს 11 ქალაქში ჩატარდება. ზუგდიდის ტურში მთელი საქართველოს მასშტაბით 11 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება მოიპოვა გუნდმა – “L.R.G”. საუკეთესო გუნდები 18 ივლისს თბილისი მოლში შეიკრიბებიან და საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ.