საქართველოს ვარსკვლავობისთვის 15 წლის ზუგდიდელი ირაკლი ფუტკარაძე ემზადება

0

600219_309458855848320_775168666_nგუშინ, 25 მარტს “საქართველოს ვარსკვლავის” ახალი სეზონი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ზე დაიწყო. ტრადიციულ კონკურსზე ცვლილებაა. ჟიურის შემადგენლობა (ნიკა მემანიშვილი, ნინო ქათამაძე და ნინო ხოშტარია) ახალმა ჟიურიმ (ნინი ბადურაშვილმა, ზაზა შენგელიამ და მიშა მშვილდაძემ) შეცვალა.

კონკურსის პირველ დღეს ჟიურის წინაშე ბევრი საინტერესო თუ უცნაური კონკურსანტი წარსდგა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი 15 წლის ზუგდიდელი მომღერალი ირაკლი ფუტკარაძე იყო, რომელმაც ჯერ გოგი დოლიძის “ხმალი ავლესოთ”, შემდეგ კი Meat Loaf-ის “I would do anything for love” შეასრულა. პატარა ბიჭის საოცრად ემოციურმა შესრულებამ ჟიურის ყველა წევრი მოხიბლა და ირაკლის მეორე ტურის საგზურიც მისცა.

ირაკლი ფუტკარაძე ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის მკვიდრია, რომლის ჰობიც მუსიკაა. მას მუსიკის ნიჭი ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩნდა, თუმცა მისი  ნიჭის წარმოჩენა პირველად “საქართველოს ვარსკვლავში” მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ირაკლი ფუტკარაძეს წარმატებებს უსურვებს.

სხვა ახალი ამბები: