საქართველოს მთავარ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებენ

1

preview (1)საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლოებელ განაჩენს სოციალურ ქსელ facebook-ში აფასებენ. ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლოსა და ბაჩო ახალაიას ულოცავს აღნიშნულ ფაქტს, ხოლო პროკურატურას უსამძიმრებს.

“ვულოცავ ბატონ ბაჩოს გამართლებას (იმედია სხვა დანარჩენ ე.წ. ” ბრალდებებშიც ” გამართლდება ), ვულოცავ ბატონ კუბლაშვილს მისი სახელობის სასმართლოს “დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის კვლავ დამტკიცებას” და რა თქმა უნდა ვუსამძიმრებ პროკურატურას!”-აცხადებს ლადო ბედუკაძე.

ამავე ფაქტს ეხმაურება ინტერნეტგამოცემა “გურიანიუსის” ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე და აცხადებს, რომ მოსამართლემ აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმის ფონზე, რომ პროკურორებმა საქმის ირგვლივ “ბრის ილი მიაუ” ითამაშეს.

“მე საერთოდ არ გამკვირვებია ის, რომ ახალაია უდანაშაულოდ სცნეს!!! ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სასამართლო მოიქცა უსამართლოდ! სულაც არა! ეს ის შემთხვევაა, როცა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ! რადგან, ბრალდების მხარე იყო აბსოლუტურად მოუმზადებელი! არანაირი მტკიცებულებები და არანაირი ფაქტები! მოწმეებიც კი ვერ მიიყვანეს ისეთი, რომლებიც რამეს მისცემდნენ საქმეს!  ასე მოხდება ე. წ” ტრაქტორების საქმეშიც”, აი ნახავთ და აქაც აბსოლუტურად მართალი იქნება მოსამართლე!!!  დიდი ბოდიში, მაგრამ პროკურორობა თუ “ბრის ილი მიაუს” თამაში გგონიათ, ითამაშეთ ახლაც და იწვნიეთ ეს შედეგები!”-აცხადებს თამარ ლეფსვერიძე.

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.ამასთან დაკავშირებით ელისო კილაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“ქრონიკა+” რედაქტორს მიაჩნია რომ ხელისუფლება ახალაიებს გაურიგდა”ყურადღებით ვაკვირდებოდი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ-ახალი ხელისუფლება გაურიგდა დათა და ბაჩანა ახალაიაებს,იმ ვიდეოფირებისა და სხვა მასალების სანაცვლოდ,რაც დათა ახალაიამ და მეგის ქარდავამ გადასცა ხელისუფლებას,ბაჩანა ახალაია უდანაშაულოდ სცნეს, დღეს პირველად საჯარო ვაცხადებ, რომ არაერთგზის პირადად მივმართე მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და ვთხოვე მას დაეკითხა ის ადამიანები რომლებიც სისტემატურად დადიოდნენ ჩვენთან,რედაქციაში და პირადად ბაჩანა ახალაიას ბრალს დებდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.სამწუხაროდ,მთავარმა პროკურორმა არ მოისურვა არც ერთი მათგანის დაკითხვა. მე როგორც მოქალაქე და ჟურნალისტი მოვითხოვ,დატოვოს თანამდებობა მთავარმა პროკურორმა.1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებას” სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით დაუჭირა მხარი,სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად მივიღეთ გარიგება ყოფილი ხელისუფლების ოდიოზურ ფიგურებთან .სწორედ ამიტომ გაამართლეს დღეს ბაჩანა ახალაია და სწორედ ამიტომ არ ცხადდება ინტერპოლით ძებნა დათა ახალაიაზე რომელიც ღირქეთში,კერძოდ.ქ იზმირში იმყოფება ოჯახთან ერთად.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: