საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვაა მოსალოდნელი

0

tovliiiiხვალ, 7 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსები იტყობინებიან. მათი განცხადებით შობამდეც საქართველოში არამდგრადი ამინდი წვიმის ფონზე შენარჩუნდება.

“შობის ღამეს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო დღის მეორე ნახევარში ველოდებით თოვას. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მ/წმ-ში”,- განაცხადა სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ.

მისივე განმარტებით, ჰაერის ტემპერატურა მომდევნო დღეებში, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში, 12 გრადუსამდე გათბება. თბილისში კი მომდევნო დღეებში დღის ტემპერატურა 6-10 გრადუსამდე შენარჩუნდება.

სხვა ახალი ამბები: