საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრები პრემიერ ლიგის 2014 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა

0

kaveeni_11საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები პრემიერ ლიგის 2014 წლის სეზონის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონის სტატუსი ქართულმა გუნდმა დღეს გამართული ფინალური შეხვედრის შედეგად მიიღო, რაც მას უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობას ანიჭებს.

 КВН –  ის ფინალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, მასში ექვსი გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ქართული ნაკრები საუკეთესოდ დასახელდა.

ცნობისთვის: საქართველოს ნაკრების КВН – ში მონაწილეობას, რუსეთში „ქართველთა კავშირი“-ს პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია აფინანსებს, რომელიც  ფინალურ შეხვედრას პირადად დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა КВН -ში ქართული გუნდების მონაწილეობის ისტორიაში,   როდესაც გუნდმა ჩემპიონის სტატუსი მაქსიმალური შეფასებით მოიპოვა.

დღეს გამართული ფინალური შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე გადაიცემა. 

საქართველოს ნაკრები 2015 წლის იანვარში სოჭში დაგეგმილ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

სხვა ახალი ამბები: