საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოს გუბერნატორის თენგიზ გუნავას შეწყალებას აპირებს

0

get_imgსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით უახლოეს დღეებში შესაძლოა საპყრობილე დატოვოოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ. წყაროს ცნობით მას უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალებს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სოციალურ ქსელ facebook-ში ერთადერთი სტატუსი ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა ელისო კილაძემ საკუთარ გვერდზე დაწერა. ელისო კილაძე წერს:

“ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თენგიზ გუნავას შეიწყალებს.ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი “ქართული ოცნებისთვის”როგორ უფრთხილდება სააკაშვილი ერთგულ ადამიანებს.
p.s. ოცნებამ ის ადამიანებიც მტრად მოიკიდა,ვინც არჩევნების წინ მათთვის თავი გადადო”