საქართველოს პრეზიდენტი სენაკის სამხედრო ბაზას სტუმრობდა

0

margvelashvili10505244_306838702817743_5522568514063395161_oსაქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას 22 წლის იუბილე მიულოცა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი პირადად შეხვდა სამხედროებს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

გიორგი მარგველაშვილმა მოინახულა ყაზარმები და დაათვალიერა სამხედრო ტექნიკა. გიორგი მარგველაშვილს სენაკის სამხედრო ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის მეთაურ პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად უმასპინძლა, რომლებმაც პრეზიდენტს სამხედროების სასწავლო და კარიერული წინსვლის გეგმა გააცნეს. „ჩვენი ქვეყნის შეირაღებული ძალები გამოირჩევა განსაკუთრებული გმირობით, სულის სიმტკიცით და მინდოდა გამეზიარებინა მათი სიხარული“, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, მთავარსარდლის არაოფიციალური და მოულოდნელი სტუმრობა ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის სასიხარულო მოვლენაა. „საქართველოს პრეზიდენტი პირადად გაესაუბრა რიგითებს, სერჟანტებს, ოფიცრებს და ეს არის დღე, რომელიც ნამდვილად დაამახსოვრდებათ სამხედროებს“, – აღნიშნა მან. ქვეყნის პირველმა პირმა სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის დაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილი სენაკის სამხედრო ბაზაზე მაკა ჩიჩუასთან ერთად იმყოფებოდა.

სხვა ახალი ამბები: