საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთისა და ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმებს მიმართა

0

margvela_parlamentshi_2102143საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის აფხაზეთის და ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმებს მიმართავს.

„ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, დღეს აფხაზების და ოსების იდენტობის და თვითმყოფადობის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთიანობა და ერთად ცხოვრება წარმოადგენს. ამიტომაც თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსებს და ამ ტერიტორებიზე მცხოვრები მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მარგველაშვილის თქმით, საქართველო არ გადაუხვევს სტრატეგიული მოთმინების კურსს და დიპლომატიური საშუალებებით შეეცდება პრობლემების დარეგულირებას.

“ქვეყნის უცვლელი კურსია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რაც საზღვრების ურღვევობას, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას და ქვეყნის დეოკუპაციის პრინციპებს ემყარება. ამ ასპექტში ძალიან მნიშვნელოვანია დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნება.

არაღიარება არ ნიშნავს იზოლაციონიზმს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ- სავაჭრო პროექტებში“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: