საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გააკეთა (ვიდეო)

0

maargvelaaსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მიმართა. პრეზიდენტმა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდა უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი,  ევროკავშირთან ასოცირებისა და არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მან გამოთქვა სურვილი, რომ აღნიშნული საკითხის განხილვას უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად თავადაც დაესწრება.

“ეს არჩევანი არის ის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ამ არჩევანის სამსახური არის დიდი პატივი. შესაბამისად, საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი. მაგრამ, ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას და ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ეფექტიანი, კონსტიტიუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს – საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოს-თან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი.
აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი”,
-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა ახალი ამბები: