საქართველოს პრეზიდენტობა მომღერალ გია სურამელაშვილსაც სურს

0

SONY DSCმომღერალი გია სურამელაშვილი საკუთარ თავს იმდენად პოპულარულად თვლის, რომ არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოსინჯოს საკუთარი ძალები. ამის შესახებ თავად მომღერალმა გაზეთ ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”საერთოდ ფეხებზე მკიდია კრიტიკული მოსაზრებები. ლაპარაკობენ იმაზე, ვინც ყველაზე მაგა-რია და ვინც აინტერესებთ. ფაქტია, 20 წელია პოპულარული ვარ საქართველოშიც და რუსეთ-შიც. მე ქვეყანას ვუყვარვარ”-აცხადებს მომღერალი და აქვე დასძენს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არასოდეს ყოფილა.

”სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებისგანაც მიმიღია საჩუქრები. 1992 წელს ჯაბა იოსელიანმა მაჩუქა “მერსედესი”, ის ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო. ზოგიერთს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვგონივარ, მაგრამ ასე არ არის. წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე ვიმღერე და “რუსთავი 2”-მა ამ გუნდის მხარდამჭერად გამომაცხადა, აქედან წამოვიდა ეს ჭორი. მე მომღერალი ვარ და სადაც დამიძახებენ, იქ ვმღერი”-აცხადებსგია სურამელაშვილი.

სხვა ახალი ამბები: