საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სენაკშია

0

994266_324546744346450_77137937_nსაქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უკვე სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევშია. ის დღეს სამეგრელოს მოსახლეობას ”ქართული ოცნების” კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს წარუდგენს. მასთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებიან თავად პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრები. ასევე სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევს სტუმრობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ამ წუთებში სიტყვით გამოდის საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მეგრელ ხალხს მიესალმა და ამ კუთხისადმი თავისი სითბო გამოხატა.

დღესვე, გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოში წარადგენს იმ გუნდს, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბს ჩაუდგებიან სათავეში. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ექსკლუზიურად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამეგრელოს წინასაარჩევნო შტაბს სათავეში ”სუს’-ის ყოფილი უფროსი ხვიჩა ჯიშკარიანი უხელმძღვანელებს.

სხვა ახალი ამბები: