საქართველოს პრემიერი იუბილარია, მას 57 წელი შეუსრულდა

1
ivanishvili-4ბიძინა (ბორის) ივანიშვილი 1956 წელს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. 1988 წელს კი დატოვა საქართველო და საქმიანობა მოსკოვში განაგრძო. დროთა განმავლობაში მისი პირადი „ბიუჯეტი” სოლიდურ თანხებში გამოისახა. “ფორბსის” მონაცემებით, დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 153-ე ადგილზეა, მისი ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
პოლიტიკაში ჩართვამდე მისი სახელი საჩხერის რაიონის გარდა, მითიურად უკავშირდებოდა უამრავ პროექტს, მათ შორის სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას, პატრულის რეფორმისათვის, თავდაცვის სამინისტროს, კულტურული ძეგლების აღსგენისა და დედაქალაქში დაგეგმილი იმფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, მათ შორის რიყის პროექტისაც, რომელთან დაკავშირებითაც სადღეისოდ ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახურში ძიება მიმდინარეობს და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად იკითხებიან. მის სახელსვე უკავშირდება ბათუმის დელფინარიუმისა და „ციცინათელას” მშენებლობაც.
ბიძინა ივანიშვილი 2000 წლიდან სან მარინოს საპატიო კონსულია საქართველოში.
2011 წლის 5 ოქტომბერს “ქართუ ჯგუფმა” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.აღნიშნული 7 ოქტომბერს ივანიშვილმა ვრცელი განცხადებით დაადასტურა. 11 ოქტომბერს მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. 12 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, რომლის საშუალებითაც მიმართავდა ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს.არცთუ ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდა ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება”, ხოლო შემდეგ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო”, რომელმაც რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია გააერთიანა და სადღეისოდ ის საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს.

სხვა ახალი ამბები: