“საქართველოს რკინიგზამ” ღამის კუპირებული მატარებლები მოხსნა

0

matarebeliსაქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა ღამის  კუპირებული მატარებლები მოხსნა. ამ მატარებლის აღდგენა მომავალშიცაღარ მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განმარტებები გააკეთა.

“1980 წელს დამზადებული ვაგონები რომლებიც უკვე კრიტიკას ვეღარ უძლებს, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.. თითქმის 34 წლის მატარებლები ჩავანაცვლეთ 2013-14 წლებში გამოშვებული ახალი, სრულიად თანამედროვე ინტერნეტით აღჭურვილი, უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო შემადგენლობებით, სადაც ასევე არის ცხელი და ცივი სასმელის მიღების საშუალება, არის საკვების აპარატებიც და ა.შ.საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა ღამის  კუპირებული მატარებელი მოხსნა

ეს არის ბოლო თაობის მატარებლები, რომლებიც უფრო კომფორტულია, უფრო მაღალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ხმაური და ა.შ. გაცილებით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ეს მატარებლები უფრო სწრაფია. ძველს თუ ბათუმამდე ჩასასვლელად სჭირდებოდა 8 საათი და 30 წუთი, თანამედროვე მატარებელი ამის შესაძლებლობას 5 საათში გვაძლევს.

სამგზავრო ადგილების კუთხითაც შეიძლება ითქვას, რომ ძველ მატარებლებში 144 ადგილი იყო, ხოლო თანამედროვე მატარებელი ჩვენს სამგზავრო რესურსს 310 ადგილით ზრდის,”-აცხადებს დაჩი ცაგურია.

 

სხვა ახალი ამბები: