საქართველოს საგარეო ვალი 13.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

0

dolaსაქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით 13.1 მლრდ აშშ დოლარი (22.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 80.8 პროცენტია; აქედან, სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი (7.3, მლრდ ლარი; მშპ-ს 25.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალი – 301.1 მლნ აშშ დოლარი (526.3 მლნ ლარი; მშპ-ს 1.9 პროცენტი), საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.6 მლრდ აშშ დოლარი (4.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (5.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი (4.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2014 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 106.3 მლნ აშშ დოლარით (186.0 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილების გამო 122.2 მლნ აშშ დოლარით (213.8 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო სხვა ცვლილებების გამო – 22.2 მლნ აშშ დოლარით (38.8 მლნ ლარით). ამავე კვარტალში ფასისა და საკურსო ცვლილებების გამო მთლიანი საგარეო ვალი შესაბამისად 33.7 მლნ აშშ დოლარით (58.9 მლნ ლარით) და 4.4 მლნ აშშ დოლარით (7.7 მლნ. ლარით) გაიზარდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 10.6 მლნ აშშ დოლარით (18.5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ვალი 27.7 მლნ აშშ დოლარით (48.4 მლნ ლარით) შემცირდა. ხოლო ფასის და საკურსო ცვლილებების შედეგად 8.6 და 8.6 მლნ. აშშ დოლარით (15.0 და 15.0 მლნ. ლარით) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 37.1 მლნ აშშ დოლარით (64.9 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის ვალდებულებები 38.3 მლნ აშშ დოლარით (66.9 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 1.2 მლნ აშშ დოლარით (2.1 მლნ ლარით) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 84.1 მლნ აშშ დოლარით (147.2 მლნ ლარით) შემცირდა, რაც მთლიანად გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებების გამო, რომელმაც 93.0 მლნ აშშ დოლარი (162.7 მლნ ლარი) შეადგინა. ფასისა და საკურსო ცვლილებების გამო საბანკო სექტორის ვალდებულებები გაიზარდა, ზრდამ შესაბამისად 8.6 მლნ აშშ დოლარი (15.0 მლნ. ლარი) და 233.8 ათასი აშშ დოლარი (409.0 ათასი ლარი) შეადგინა.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 16.3 მლნ აშშ დოლარით (28.5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან 18.0 მლნ აშშ დოლარით (31.4 მლნ ლარით) შემცირდა არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებები, ხოლო არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებების ზრდამ 1.7 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლნ ლარი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული, სხვა და საკურსო ცვლილებების გამო შესაბამისად 26.3, 3.6 და 2.8 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა (46.1, 6.3 და 5.0 მლნ. ლარი), ხოლო ფასის ცვლილებების შედეგად გაიზარდა 16.5 მლნ აშშ დოლარით (28.9 მლნ ლარით).

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 41.8 მლნ აშშ დოლარით (73.1 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 63.1 მლნ აშშ დოლარი (110.3 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო კლებამ სხვა და საკურსო ცვლილებების შედეგად, შესაბამისად, 18.5 მლნ აშშ დოლარი და 2.7 მლნ. დოლარი (32.4 მლნ ლარი და 4.8 მლნ. ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 81.8 მლნ აშშ დოლარით (143.1 მლნ ლარით) შემცირდა და 12.4 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 24.5 მლნ აშშ დოლარით (42.9 მლნ ლარით) შემცირდა და 760.6 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით 8.4 მლრდ აშშ დოლარი (14.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 52.0 პროცენტია; აქედან, წმინდა სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 2.7 მლრდ აშშ დოლარი (4.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.5 პროცენტი), ხოლო კერძო სექტორის წმინდა საგარეო ვალმა – 5.8 მლრდ აშშ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.5 პროცენტი).

სხვა ახალი ამბები: