საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის რუსეთში სამხედრო პირი გაასამართლეს

0

rusსაქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ რუს სამხედროს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშობლოს ღალატის და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ ჩრდილოკავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურე დენის კაი-მაკოვს 8 წლიანი სასჯელის მოხდა  მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოუწევს.

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, მსჯავრდებულმა  2011 წელს, პირადი ანგარების მიზნით, შეაგროვა და სხვა სახელმწიფოს გადასცა დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რაც რუსეთის უსაფრთხოების საკითხს შეეხებოდა. დამნაშავის ბრალეულობა კი ბოლომდე დადასტურებულია.

რუსული მედიის ინფორმაციით, მან საიდუმლო ინფორმაცია საქართველოს მიაწოდა.

სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურემ დანაშაული აღიარა, და 25-წლიანი პატიმრობის ნაცვლად 8 წლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

სხვა ახალი ამბები: