“საქართველოს სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა 2015 მინიფეხბურთში” გაიხსნა

0

11064353_1560654914201958_1116944480_oოლიმპიადას, რომელშიც ქალაქ ზუგდიდის საჯარო სკოლების თოთხმეტი საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ორგანიზებას ქალაქის მერია უწევს. პირველი მატჩი ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის,ქალაქ ზუგდიდის #6,#7,#12 სკოლებს შორის გაიმართა.

11064401_1560654907535292_1896678440_oმატჩებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოლიმპიადა მინიფეხბურთში დღეს დაიწყო და აპრილის ბოლოს დაიხურება.