საქართველოში გამოკითხულთა 43% თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა

0
img_intro_news_bigაშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 43% თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის, ხოლო 38% – რომ არ არის.
აღსანიშნავია, რომ წინა (ნოემბრის) კვლევის შედეგებთან შედარებით, ამ კუთხით მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა.
ცნობისთვის, NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

სხვა ახალი ამბები: