საქართველოში გამოკითხულთა 36% რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს

0

russia_georgia_flagგამოკითხულთა 36 პროცენტის მოსაზრებით, რუსეთი საქართველოსათვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია.

ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელიც მედიას დღეს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გააცნეს.

კითხვას _ რომელ მოსაზრებას ეთანხმებით ყველაზე მეტად? _ რესპონდენტთა 33 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს.

25 პროცენტის აზრით, რუსეთი საქართველოსათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, 5-მა პროცენტმა არ იცის, 1 პროცენტი კი პასუხზე უარს ამბობს.

ცნობისათვის: კვლევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 3838 ქართულენოვანი რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს წესით გამოიკითხა.

სხვა ახალი ამბები: