საქართველოში ორი დღის განმავლობაში ყინვაა მოსალოდნელი

0

frostსაქართველოში, 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი. დასავალეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ ნალექი კვლავ შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში კი თოვლის სახით.

4-5 ნოემბერს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში  -5 გრადუსამდე, ხოლო თბილისში  -2 გრადუსი.

სინოპტიკოსები პროგნოზით, 6 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თანდათან დათბება. 5-6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 18 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში – 15-16 გრადუსი. შემდგომ უნალექო ამინდები 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი 20 გრადუსამდე.

სხვა ახალი ამბები: